weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

კორონავირუსის მესამე ტალღა შესაძლოა თებერვლის მეორე ნახევრიდან იყოს – ტიკარაძე

14:37 ოთხშაბათი, 13 იანვარი 2021

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, მაშინ, როდესაც მსოფლიო კორონავირუსის მესამე ტალღაზე საუბრობს, საქართველო გამონაკლისი ვერ იქნება.

„ევროპაში მესამე ფაზა უკვე დაწყებულია, ჩვენ მეორე ფაზა გვქონდა შედარებით მოგვიანებით, ვიდრე ევროპას. აქედან გამომდინარე, სავარაუდო მესამე ტალღა შეიძლება იყოს თებერვლის მეორე ნახევრიდან.

მნიშვნელოვანია, ჩვენ გამოვიყენოთ და გავითვალისწინოთ ყველა ის გამოცდილება, რაც არის მსოფლიოში და რაც ჩვენ დავაგროვეთ და მესამე ტალღისთვის არა მხოლოდ მზადყოფნის კომპონენტში, არამედ მართვის კომპონენტში, რათა ინფექციის გავრცელება მოხდეს მინიმალურად. აქცენტი ავიღოთ ამაზე და ვიყოთ მეტად უფრო ეფექტურები ინფექციის შეკავების ეპიზოდში“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

ამ საკითხზე კომენტარი გააკეთა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ და იმედი გამოთქვა, რომ შეძლებენ მის თავიდან აცილებას.

„ვცდილობთ, ისევე ავირიდოთ თავიდან მესამე ტალღა, რომელიც სამწუხაროდ, ბევრ ქვეყანაშია, როგორც მოვახერხეთ და პირველი ტალღა პრაქტიკულად თავიდან ავიცილეთ. იმედია, გამოგვივა. თებერვლის ბოლოდან შესაძლებელია დაიწყოს. ვიმედოვნებ, თუ წესებს დავიცავთ, მესამე ტალღა ჩვენთვის ძალიან დამანგრეველი არ იქნება“, – აღნიშნა პაატა იმნაძემ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]