weather cur horoscope tv
იანვარი 24, 2021

„ფაიზერით“ აცრა თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში იქნება შესაძლებელი – გაბუნია

21:10 ოთხშაბათი, 13 იანვარი 2021 hits 286

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ კორონავირუსზე ვაქცინაცია „ფაიზერის“ (Pfizer) ვაქცინით დაიწყება, აცრა მხოლოდ სამ დიდ ქალაქში თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში იქნება შესაძლებელი.

როგორც თამარ გაბუნია ამბობს, საქართველოში ვაქცინების ცივად შენახვის პრობლემა არ არსებობს.

„ჩვენგან რამდენიმე ვაქცინის შემოტანის მზაობის დაფიქსირება მოხდა პირველივე ეტაპზე „კოვაქს“ პლატფორმასთან. ზოგიერთმა ქვეყანამ თავისი არჩევანი რომელიღაც ერთი ვაქცინით შემოფარგლა. ჩვენ თავიდანვე გვქონდა იმის მოლოდინი, რომ შემოგვეტანა და გამოგვეყენებინა სამივე ვაქცინა, რადგან ცივი ჯაჭვი შესაძლებლობები -70 გრადუსიანი მოთხოვნებისთვისაც, რასაც „ფაზერის“ ვაქცინის მწარმოებელი აყენებს არსებობს ქვეყანაში.

ამდენად, ჩვენ დღესვე შეგვიძლია მივიღოთ და დავიწყოთ ვაქცინაცია. ამისი ტექნოლოგიური პრობლემები არ გვაქვს, მით უმეტეს „ასტრაზენეკას“ შემთხვევაში, სადაც ცივი ჯაჭვის მოთხოვნა ისეთივეა, როგორიც სხვა რუტინული იმუნიზაციების დროს, ანუ –2-დან –8 გრადუსამდე.

ნამდვილად არ არის მაცივრების პრობლემა. ლუგარის ლაბორატორიას აქვს ეს მაცივრები, ასევე აქვს ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებების ეროვნული ცენტრის ლაბორატორიას. ეს მაცივრები ქვეყანაში იყო იმისთვის, რომ გამოგვეყენებინა სხვადასხვა ტიპის კულტურების შესანახად და არ არის სრული დატვირთვით იმ მიზნებისთვის გამოყენებული, რისთვისაც შევიძინეთ.

თუ ჩვენ დაგვჭირდა მაგალითად „ფაიზერის“ ვაქცინაციის პროცესის დაწყება და წარმოება, მთავარი ადგილები, სადაც მოხდება აცრა, იქნება სამი დიდი ქალაქი - თბილისი, ქუთაისი და ბათუმი, მაშინ, როცა, თუ „ასტრაზენეკაზე“ გადავალთ, უკვე შეგვეძლება უფრო ფართოდ გავშალოთ აცრის შესაძლებლობა და აცრა ჩატარდეს რაიონულ დონეზეც და არა მხოლოდ დიდ ქალაქებში“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ „რუსთავი 2“-ის ეთერში.

ჯანდაცვის მინისტრის თქმით, იანვრის თვეში აქტიურად მუშაობენ „კოვაქსის“ პლატფორმასთან იმისთვის, რომ საქართველომ ვაქცინების პირველი დოზა თებერვალში მიიღოს.

ამასთან, თამარ გაბუნიამ განმარტა, რომ არცერთი ჩინური ვაქცინა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ აღიარებული არ არის და ამდენად, საქართველო მას ვერ გამოიყენებს: „ჩინური ვაქცინა, რაც არ უნდა კარგი იყოს, დღეს არ არის ოფცია ჩვენი ვაქცინაციის პროგრამისთვის, ანუ არ განიხილება“.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]