weather cur horoscope tv
აპრილი 18, 2024

თელავში ნოემბერში მომხდარი დანაშაულისთვის ძებნილი დააკავეს

10:23 ხუთშაბათი, 14 იანვარი 2021

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარდისუბანში გასული წლის ნოემბერში მომხდარი დანაშაულისთვის ძებნილი პირი – 1988 წელს დაბადებული გ.ი. დააკავეს.

შსს-ს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული წარსულში არსებული უთანხმოების ნიადაგზე, შურისძიების მოტივით, 1976 წელს დაბადებულ ლ.კ.-ს ავტომობილით, საავტომობილო გზაზე, განზრახ შეეჯახა, ხოლო 1984 წელს დაბადებულ გ.ბ.-ს ცივი იარაღით სხეულზე დაზიანება მიაყენა, რის შემდეგაც დანაშაულის ადგილიდან მიიმალა.

„სამართალდამცველებმა მიმალვაში მყოფი ძებნილი გ.ი., რამდენიმეთვიანი ინტენსიური საგამოძიებო, ოპერატიული და სამძებრო ღონისძიებების შედეგად, კახეთის რეგიონში, ყვარლის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში ბრალდებულის სახით დააკავეს“, – აცხადებენ შსს-ში.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. დანაშაული სამიდან ექვს წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]