weather cur horoscope tv
აპრილი 25, 2024

საქართველოში კორონავირუსის 1177 ახალი შემთხვევაა, დაიღუპა 26 პაციენტი

11:52 პარასკევი, 15 იანვარი 2021

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსზე 15 205 კვლევა ჩატარდა, რის შედეგადაც ვირუსით ინფიცირების 1177 ახალი შემთხვევა დადასტურდა. დღე ღამის განმავლობაში გამოჯანმრთელდა კიდევ 837 პაციენტი, ხოლო 26 გარდაიცვალა.

ინფიცირების 1177 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 496 შემთხვევა, აჭარაში – 52, იმერეთში – 187, ქვემო ქართლში – 83, შიდა ქართლში – 83, გურიაში – 33, სამეგრელოსა და ზემო სვანეთში – 105, კახეთში – 88, მცხეთა-მთიანეთში – 25, სამცხე-ჯავახეთში – 20, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 5.

ამ ეტაპზე საქართველოში ინფიცირების 13 674 მიმდინარე აქტიური შემთხვევაა, საიდანაც 3732 ინფიცირებული მკურნალობს საავადმყოფოში, 648 მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, ხოლო 9294 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საავადმყოფოში მოთავსებული 777 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, მათგან 238 ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა მიერთებული.

დღეის მდგომარეობით, საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 499 ადამიანი, ხოლო თვითიზოლაციაში იმყოფება 23 772.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, საქართველოში კორონავირუსი სულ 245 789 ადამიანს დაუდასტურდა, რომელთაგან 229 196 უკვე გამოჯანმრთელებულია. ინფიცირების შედეგად დაიღუპა 2893 პაციენტი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]