weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

საქართველოში კოვიდ 19 კიდევ 1236 ადამიანს დაუდასტურდა, გარდაიცვალა 23 პაციენტი

11:26 შაბათი, 16 იანვარი 2021

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსზე 15 152 კვლევა ჩატარდა, რის შედეგადაც ვირუსით ინფიცირების 1236 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. დღე-ღამის განმავლობაში გამოჯანმრთელდა 2189 პაციენტი, ხოლო 23 ინფიცირებული გარდაიცვალა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1236 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 485, აჭარაში – 84, იმერეთში – 219, ქვემო ქართლში – 55, შიდა ქართლი – 87, გურიაში – 28, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 122, კახეთში – 87, მცხეთა-მთიანეთში – 35, სამცხე-ჯავახეთში – 27, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 7.

ამ ეტაპზე ქვეყანაში ინფიცირების 12 698 მიმდინარე აქტიური შემთხვევაა, საიდანაც 3670 ინფიცირებული მკურნალობს საავადმყოფოში, 638 მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, ხოლო 8390 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს ბინაზე გადის.

საავადმყოფოში მყოფი 770 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, რომელთაგან 238 ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა.

ამ დროისთვის საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 528 ადამიანი, 24 106 ადამიანი კი თვითიზოლაციაშია.

საქართველოში პანდემიის დაწყებიდან დღემდე, კორონავრუსი სულ 247 025 ადამიანს დაუდასტურდა, საიდანაც უკვე გამოჯანმრთელდა 231 385 ადამიანი. ვირუსს 2916 პაციენტი ემსხვერპლა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]