weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

საქართველოში კორონავირუსის 780 ახალი შემთხვევაა, გარდაიცვალა 17 პაციენტი

12:00 კვირა, 17 იანვარი 2021

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსზე 9083 ტესტი ჩატარდა, რის შედეგადაც ვირუსით ინფიცირების 780 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. დღე- ღამის განმავლობაში გამოჯანმრთელდა 1608 ინფიცირებული, ხოლო 17 გარდაიცვალა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 780 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 332 შემთხვევა, აჭარაში – 51, იმერეთში – 100, ქვემო ქართლში – 46, შიდა ქართლში – 72, გურიაში – 14, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 73, კახეთში – 58, მცხეთა-მთიანეთში – 17, სამცხე-ჯავახეთში – 12, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში– 5.

ამ ეტაპზე ქვეყანაში ინფიცირების 11 853 მიმდინარე აქტიური შემთხვევაა, საიდანაც 3659 ინფიცირებული ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, 7545 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე, ხოლო 649 – მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში.

საავადმყოფოში ყოფი 789 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, მათგან 231 ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა.

საკარანტინო სივრცეებში მოთავსებულია 472 ადამიანი, თვითიზოლაციაში იმყოფება – 23 316.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, საქართველოში კორონავირუსი სულ 247 805 ადამიანს დაუდასტურდა, რომელთაგან 232 993 გამოჯანმრთელდა, 2933 კი გარდაიცვალა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]