weather cur horoscope tv
მარტი 05, 2021

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარედ ნიკა სიმონიშვილი აირჩიეს

18:41 კვირა, 17 იანვარი 2021 hits 191

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას ახალი თავმჯდომარე ჰყავს. ორგანიზაციის გამგეობამ ხელმძღვანელად ნიკა სიმონიშვილი აირჩია. საია-ს თავმჯდომარეობის კიდევ ერთი კანდიდატი ვახუშტი მენაბდე იყო.

ნიკა სიმონიშვილი 2020 წლის მარტიდან მედიის სამართლებრივი დაცვის პროექტს ხელმძღვანელობდა. 2019 წლის ნოემბერში საერთო კრებამ აირჩია საიას გამგეობის წევრად. 2018 წლის აგვისტოდან 2020 წლის მარტამდე იყო საიას წარმომადგენელი პარლამენტში და ანალიტიკოსი ადამიანის უფლებების დაცვის პროგრამაში. 2017 წლის მაისიდან 2018 წლის აგვისტომდე მუშაობდა საქართველოს პარლამენტში ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტში წამყვან სპეციალისტად. 2013 წლის იანვრიდან ის იურიდიული დახმარების ცენტრის სტაჟიორი იყო, იმავე წლის ოქტომბერში გახდა იურისტ-კონსულტანტი, ხოლო 2015 წლის მარტიდან ადვოკატი სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებით.

დღესვე საიას თავმჯდომარის მოადგილედ გვანცა საკანელაშვილი აირჩიეს.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ყოფილ თავმჯდომარეს სულხან სალაძეს უფლებამოსილების ვადა ამოეწურა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]