weather cur horoscope tv
მარტი 05, 2021

საქართველოში COVID 19-ის 110 ახალი შემთხვევაა, დაიღუპა 25 პაციენტი

11:38 ორშაბათი, 18 იანვარი 2021 hits 204

ბოლო 24 საათში, საქართველოს მასშტაბით, კორონავირუსზე 4964 კვლევა ჩატარდა, რის შედეგადაც ინფიცირების 110 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. დღე-ღამის განმავლობაში, გამოჯანმრთელდა 1643 ინფიცირებული, ხოლო 25 გარდაიცვალა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 110 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 72, ხოლო რეგიონების მიხედვით ასეთი მონაცემებია:

აჭარა – 13

იმერეთი – 5

გურია – 5

კახეთი – 5

ქვემო ქართლი – 4

სამეგრელო და ზემო სვანეთი – 4

სამცხე-ჯავახეთი – 2

შიდა ქართლი – 0

მცხეთა-მთიანეთი – 0

რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 0.

ამ ეტაპზე საქართველოში ინფიცირების 10 295 მიმდინარე აქტიური შემთხვევაა, საიდანაც 3670 ინფიცირებული მკურნალობს საავადმყოფოში, 634 მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, 5991 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საავადმყოფოებში მყოფი 795 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, მათგან ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა 234.

დღეისთვის საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 460 ადამიანი, ხოლო 22 714 თვითიზოლაციაში იმყოფება.

საქართველოში კორონავირუსის პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ჯამში, 247 915 ადამიანი დაინფიცირდა, მათგან 234 636 გამოჯანმრთელდა, 2958 კი გარდაიცვალა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]