weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

კასპში მძევლების აყვანის ბრალდებით დაკავებული ყოფილი პოლიციელი შიმშილობს

14:53 ორშაბათი, 18 იანვარი 2021

კასპში, ერთ-ერთ საწარმოში მძევლების აყვანისთვის დაკავებული 28 წლის გიორგი მენაბდიშვილი მეორე დღეა შიმშილობს. ის გორის დროებითი მოთავსების იზოლატორში იმყოფება.

როგორც მენაბდიშვილის სახაზინო ადვოკატმა ქეთევან გაგოევამ განაცხადა, ბრალდებულმა ბრალდების შესახებ დადგენილება დახია და დაცვაზე უარს აცხადებს. გაგოევას ინფორმაციით, დაკავებულის ფსიქრო-ემოციურ მდგომარეობა მძიმეა და მას ფიზიკური ჯანმრთელობის პრობლემებიც აქვს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანახმად, გიორგი მენაბდიშვილი ორი დღის წინ კასპში, ერთ-ერთ საწარმოში შეიჭრა და სანადირო თოფის მუქარით ორი ადამიანი მძევლად აიყვანა. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ვლადიმერ ბორცვაძის განცხადებით, მენაბდიშვილის მთავარი მოთხოვნა იყო, რომ სამართალდამცველებს მისთვის ავტომანქანა მიეყვანათ, რომლითაც რუსეთში წასვლას აპირებდა.

როგორც ვალდიმერ ბორცვაძემ განაცხადა, გიორგი მენაბდიშვილი შსს-ს ყოფილი თანამშრომელია და პოლიციის რიგები 2018 წელს დატოვა. მისივე ინფორმაციით, საწარმოში შეჭრამდე რამდენიმე დღით ადრე მენაბდიშვილმა პოლიციას განცხადებით მიმართა, რის საფუძველზეც მუქარის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

გიორგი მენაბდიშვილის ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ მამაკაცს კრიმინალური სამყაროს წარმომადგენლები ემუქრებოდნენ. მათვე თქმით, მან კასპის პოლიციას არაერთხელ მიმართა, თუმცა მიმართვას რეაგირება არ მოყოლია.

მენაბდიშვილი სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და „ი“ ქვეპუნქტებით არის დაკავებული, რაც სიცოცხლისთვის საშიში მუქარით ორი ან მეტი პირის მძევლად ხელში ჩაგდებას გულისხმობს. დანაშაული 9-დან 14 წლამდე პატიმრობით ისჯება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]