weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

ნინოწმინდაში მატარებელი ავტომობილს დაეჯახა – დაშავდა 2 ადამიანი

18:50 სამშაბათი, 19 იანვარი 2021

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში, ნინოწმინდა-ოროჯალარის სარკინიგზო მონაკვეთზე, თოვლის გამწმენდი მატარებელი ავტომობილს დაეჯახა. ამის შესახებ ინფორმაციას ნინოწმინდის სათემო რადიო „ნორი“ ავრცელებს.

შემთხვევა დღეს, დაახლოებით 14:40 საათზე მოხდა, რის შედეგადაც ნინოწმინდაში მცხოვრები ორი პირი დაშავდა. „ნორის“ ინფორმაციით, დაშავებულები მძიმე მოტეხილობებით ახალქალაქის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

პოლიციამ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს რკინიგზის ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევას, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება გამოიწვია.

სათემო რადიო „ნორი“

რადიო „ნორი“ (www.nor.ge) მაუწყებლობს სამცხე–ჯავახეთის რეგიონში, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში სიხშირეზე FM 100.1. „ნორი“ ავრცელებს ახალ ამბებს და ამზადებს რამდენიმე გადაცემას. „ნორი“ პირველი სათემო რადიოსადგურია საქართველოში.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]