weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

ამერიკელი პროფესორი სამეგრელოში აზიური ფაროსანას გავრცელებას ეცნობა

13:38 ოთხშაბათი, 16 აგვისტო 2017

დასავლეთ საქართველოში აზიურ ფაროსანასთან დაკავშირებით არსებულ ვითარებას პენსილვანიის უნივერსიტეტის პროფესორი გრეგ კრავჩუკი ეცნობა. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მან ზუგდიდის და აბაშის მუნიციპალიტეტებში მავნებლისგან დაზიანებული ფართობები დაათვალიერა. ვიზიტის ფარგლებში ამერიკელი პროფესორი ანალიზს გააკეთებს და საქართველოს მთავრობას რეკომენდაციებს მისცემს.

გრეგ კრავჩუკი ენტომოლოგია, რომელიც აზიური ფაროსანას (halyomorpha halys) ბიოლოგიის შესწავლაზე, მისი გავრცელების და ბრძოლის ღონისძიებებზე მუშაობს აშშ-ში, სადაც ეს მავნებელი 2001 წელს დაფიქსირდა და 2010 წელს სოფლის მეურნეობას 21 მილიარდი დოლარის ოდენობის ზარალი მიაყენა. სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, ამერიკის მთავრობის მიერ გატარებული ღონისძიებების შედეგად აზიური ფაროსანას პოპულაცია მნიშვნელოვნად შემცირდა.

„აზიური ფაროსანა საქართველოში 2016 წელს გავრცელდა და განსაკუთრებული ზიანი მეთხილეობის დარგს მიაყენა. შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით, 2016 წლის ბოლოს, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) საქართველოს სასოფლო-სამეურნეო წარმოების ეფექტიანობის აღდგენის პროექტის (REAP) მხარდაჭერით, საქართველოში მოიწვია გრეგ კრავჩუკი და სპეციალისტები ევროპის იმ ქვეყნებიდან, სადაც მავნებელთან ბრძოლის გამოცდილება გააჩნიათ“, - ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.

აზიური ფაროსანას საწინააღმდეგოდ სურსათის ეროვნულმა სააგენტომ წამლობა 53 000 ჰექტარ ფართობზე ჩაატარა. სააგენტოს ინფორმაციით, შეწამვლითი სამუშაოები გრძელდება და საერთო ჯამში 30 ათასამდე ჰექტრის შეწამვლაა დაგეგმილი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]