weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

სწრაფი გადახდის აპარატების გამოყენებისას იდენტიფიკაცია სავალდებულო გახდა

22:03 ოთხშაბათი, 20 იანვარი 2021

სწრაფი გადახდის აპარატების მეშვეობით სხვადასხვა გადარიცხვის ოპერაციის შესრულებისას, მომხმარებლის იდენტიფიკაცია – პირადი ნომრისა და მობილურ ტელეფონზე გაგზავნილი SMS კოდის შეყვანა სავალდებულო გახდა.

საქართველოს საბანკო ასოციაციის განმარტებით, აღნიშნული გადაწყვეტილება ფულის გათეთრებასთან და ტერორიზმის დაფინანსებასთან ბრძოლის სტრატეგიის ნაწილია.

იდენტიფიკაცია/ვერიფიკაციის პროცესის გავლა თანხის გადარიცხვისას სავალდებულოა შემდეგ სერვისებზე:

  • აზარტული თამაშები და ლატარია;
  • ონლაინ თამაშები;
  • დაზღვევა და კერძო საპენსიო ფონდები;
  • ფინანსური სერვისები, მათ შორის: ფიზიკური და იურიდიული პირის საბანკო ანგარიშზე თანხის შეტანა, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების და სესხის გამცემი სუბიექტების სერვისები, ლიზინგი, ელექტრონული საფულის შევსება, ფინანსური ბაზრები და ფულადი გზავნილები;
  • ინტერნეტ მარკეტინგი;
  • ტრანსპორტი და ლოჯისტიკა;
  • ტურისტული მომსახურება;
  • ქსელური მარკეტინგი;
  • ქველმოქმედება;
  • საკონსულტაციო მომსახურება;
  • პოლიტიკური პარტიები;
  • უძრავი ქონების ყიდვასთან დაკავშირებული სერვისები.

იდენტიფიკაცია, მიუხედავად თანხის ოდენობისა, საერთოდ არ მოითხოვება შემდეგ გადახდებზე:

  • კომუნალური გადახდები (დენი, წყალი, გაზი, დასუფთავება, ინტერნეტი და ტელეკომუნიკაცია, მობილური ოპერატორები);
  • სახელმწიფო ხაზინაში შემავალი გადახდები;
  • სახელმწიფო საპენსიო ფონდში გადახდები;
  • სამოქალაქო ტრანსპორტი (მუნიციპალური ტრანსპორტი, ტაქსი, რკინიგზის ბილეთები, ავტობუსის ბილეთები);
  • საფოსტო მომსახურება;
  • განათლება (უმაღლესი სასწავლებლები, სკოლა, ბაგა-ბაღი, საბავშვო წრეები);
  • სპორტული გამაჯანსაღებელი წრეები;
  • მედია/პრესა (გაზეთების და ჟურნალები) გამოწერა;
  • საყოფაცხოვრებო მომსახურება (ლიფტები, დასუფთავება, დაცვა, მცირეთანხიანი სარემონტო სამუშაოები);
  • ჯანდაცვა (სამედიცინო მომსახურების საფასური) და ვეტერინარია (გარდა მედიკამენტებით ვაჭრობისა);
  • სავიზო მომსახურების საფასური;
  • გარკვეული ტიპის დაზღვევა, რომელიც კანონმდებლობით გათავისუფლებულია იდენტიფიკაციის მოთხოვნებისგან;
  • დაბალრისკიანი საქონლის შეძენა.
Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]