weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

ვაქცინაციის გეგმის მიზანია, წლის ბოლომდე მოქალაქეების სულ მცირე 60% აიცრას – გახარია

12:05 ხუთშაბათი, 21 იანვარი 2021

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ მთავრობა დღევანდელ სხდომაზე ვაქცინაციის ეროვნულ გეგმას დაამტკიცებს. გახარიას თქმით, ამ გეგმის მიხედვით, 2021 წლის ბოლომდე, აცრილი უნდა იყოს მოქალაქეების სულ მცირე 60%.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ვაქცინაციის დანერგვისთვის საჭირო ეროვული გეგმის შესამუშავებლად 15 დეკემბერს ჯგუფი შეიქმნა და მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს ყველა დაინტერესებულმა მხარემ, ექსპერტებმა, საერთაშორისო პარტნიორებმა, დარგის სპეციალისტებმა, ეპიდემიოლოგებმა, ექიმებმა, სახალხო დამცველმა.

„დღეს ჩვენ უნდა განვიხილოთ და დავამტკიცოთ ეს გეგმა, რომლის ძირითადი მიზანი საბოლოო ჯამში გახლავთ, რომ 2021 წლის ბოლომდე საქართველოში აცრილი უნდა იყოს ჩვენი მოქალაქეების სულ მცირე 60%. თუმცა, ამ ძირითად მიზანთან ერთად ძალზე დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ამ გეგმის ტექნიკურ ნაწილს, მათ შორის ეტაპობრიობას და იმ მიზნობრივ ჯგუფებს, რომლებიც ეტაპების მიხედვით უნდა იყვნენ აცრილი.

ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ პირველ ეტაპზე, ქვეყანაში აიცრებიან ის მიზნობრივი ჯგუფები, რომლებიც არიან ყველაზე მაღალი რისკის ქვეშ. რა თქმა უნდა, ესენი იქნებიან სამედიცინო სფეროს თანამშრომლები, ხანგრძლივი მოვლის დაწესებულების ბენეფიციარები, ჩვენი ხანდაზმულები 75 წელს ზემოთ და შემდგომ უკვე 60-დან 75 წლამდე ყველა ჩვენი თანამოქალაქე“, – აღნიშნა გიორგი გახარიამ.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საქართველო მზად არის ნებისმიერი ავტორიზებული ვაქცინის მისაღებად და ვაქცინაციის დასაწყებად.

„გეგმის შემუშავებას აქვს უაღრესად დიდი მნიშვნელობა. მოგეხსენებათ, საქართველო ჩვენს ევროპულ პარტნიორებთან გაწევრიანებულია „კოვაქსის“ პლატფორმაში, რომელიც გულისხმობს ვაქცინის მოწოდებას ქვეყანაში. საქართველომ განაცხადა 5-6 თვის წინ ამ პლატფორმაზე თავისი მიზანი, რომ უახლოეს პერიოდში ქვეყანაში მოწოდებული იყოს მილიონ ნახევარი ვაქცინა. ჩვენ უკვე ფინანსური რესურსიც გადავრიცხეთ და მთავარი მიზანია ახლა, რომ ტექნიკურ დონეზე ჯანდაცვის სისტემა იყოს მზად ამ მოცულობის ვაქცინაციის ჩასატარებლად ერთი წლის განმავლობაში.

დღეს ტექნიკურად საქართველო მზად არის ნებისმიერი ავტორიზებული ვაქცინის მისაღებად. აქ დიდი მნიშვნელობა აქვს ცივ ჯაჭვს და ნებისმიერი ტემპერატურის აუცილებლობის პირობებში საქართველოს შეუძლია, ეს ვაქცინა მიიღოს.

როგორც ტექნიკურად, ასევე ჩვენი სამედიცინო პერსონალის გადამზადების თვალსაზრისით, ეს გეგმა სრულად პასუხობს დღევანდელ გამოწვევებს და ფაქტობრივად, მზად ვართ, ეს ვაქცინაცია დავიწყოთ.

მთავრობა აგრძელებს მოლაპარაკებას ორმხრივ რეჟიმში მწარმოებელ კომპანიებთან, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ ერთი რამ, საქართველოში მოხდება მხოლოდ იმ ვაქცინის შემოტანა, რომელიც ავტორიზებული იქნება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ. ეს არის პრინციპული პოზიცია, როგორც ჩვენი, ასევე ჩვენი ევროპული პარტნიორების და ეს არის რაც მთავარია, ძირითადი ზრუნვა მოქალაქეების უსაფრთხოებასა და ჯანმრთელობაზე“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]