weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

ვაქცინაციის ეროვნული გეგმა: რომელი ჯგუფები აიცრებიან 2021 წელს

13:12 ხუთშაბათი, 21 იანვარი 2021

მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ვაქცინაციის ეროვნული გეგმა დამტკიცდა. როგორც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ განაცხადა, გეგმის ძირითადი ამოცანა არის ის, რომ წლის ბოლომდე ვაქცინაციამ მოსახლეობის 60% (1 691 214 ადამიანი) მოიცვას. გაბუნიას განმარტებით, ამ ამოცანის შესრულება შექმნის შესაძლებლობას, რომ ეკონომიკის გახსნა მოხდეს უსაფრთხოდ და ქვეყანაში ინფექციის გავრცელების რისკები აღარ იყოს.

„ეს ამოცანა გარკვეულწილად ამბიციურია, სხვა ქვეყნების გამოცდილების გათვალისწინებით, მაგრამ ვფიქრობთ, რომ რეალისტურია და შესაძლებელი იქნება ამის მიღწევა წლის ბოლომდე“ – აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ.

ვაქცინაციის გეგმის მიხედვით, ყველაზე მაღალი რისკის სამიზნე ჯგუფში ჯანდაცვის სექტორის მუშაკები არიან.

„ამ ჯგუფის სამიზნე მოსახლეობა ჯამურად არის 71 ათასი, ხოლო მოცვის მაჩვენებელი 65%-ია. აქ არის იმგვარი დაშვება, რომ რიგ შემთხვევაში ჯანდაცვის პროფესიონალი სხვაგვარ გადაწყვეტილებას მიიღებს ან ექნება რაიმე თანმხლები მდგომარეობა, რა შემთხვევაშიც ვაქცინაცია შესაძლოა არ იყოს ნაჩვენები. აქედან გამომდინარე, ჩვენი მიზანი იქნება 46 ათასი ჯანდაცვის მუშაკი აიცრას პირველივე ეტაპზე. მაღალი ალბათობით, ეს იქნება ამ წლის პირველ კვარტალში.

ამის შემდეგ მოდიან ხანგრძლივი მოვლის დაწესებულებების ბენეფიციარები და პერსონალი. ეს არის ხანდაზმულთა სახლები, პანსიონატები, ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრები. სამიზნე ჯგუფი არ არის დიდი – მოსახლეობის რაოდენობა სულ 2600-ია და 60%-იან მოცვაზეა განსაზღვრული“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ

შემდეგ სამიზნე ჯგუფებში არიან:

  • 75 წლის ზემოთ პირები: სამიზნე მოსახლეობის რაოდენობა 226 800, ვაქცინაციით მოცვის სამიზნე – 60% (136 080 ადამიანი);
  • 64-75 ასაკის პირები: სამიზნე მოსახლეობის რაოდენობა – 329 183, მოცვის სამიზნე 60% (197 510 ადამიანი);
  • ესენციური (ძირითადი) სერვისების მიმწოდებლები (მათ შორის, პოლიცია, ჯარი): სამიზნე მოსახლეობის რაოდენობა - 180 373, მოცვის სამიზნე 60% (108 224 ადამიანი);
  • 55-64 ასაკის პირები: სამიზნე მოსახლეობის რაოდენობა – 478 400, მოცვის სამიზნე 60% (287 040 ადამიანი;
  • 18-54 ასაკის ქრონიკული დაავადების მქონე პირები: სამიზნე მოსახლეობის რაოდენობა – 89 400, მოცვის სამიზნე 60% (53 640 ადამიანი).
  • მოსახლეობის სხვა ჯგუფები: სამიზნე მოსახლეობის რაოდენობა – 1 434 567, მოცვის სამიზნე 60% (860 740 ადამიანი).

ვაქცინაციის გეგმის მიხედვით, დასახული გეგმის მისაღწევად 2021 წელს ქვეყანას დასჭირდება დაახლოებით 3 979 300 დოზა ვაქცინა (იმუნიზაციისთვის დადგენილი დანაკარგების გათვალისწინებით).

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]