weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

ფსიქოტროპული წამლების ურეცეპტოდ გაყიდვაში სამი მეწარმე ამხილეს

14:07 ოთხშაბათი, 16 აგვისტო 2017

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად იმერეთის რეგიონში უკანონო სამეწარმეო საქმიანობაში სამი მეწარმე სუბიექტი ამხილეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ აღნიშნული მეწარმეები, დამატებითი შემოსავლის მიღების მიზნით, მათი კუთვნილი აფთიაქებიდან სანებართვო და სალიცენზიო პირობების დარღვევითა და შესაბამისი რეცეპტის გარეშე, სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ მედიკამენტებს ყიდდნენ. შედეგად, სამოქალაქო ბრუნვაში ფსიქოტროპული და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული დიდი ოდენობით მედიკამენტები მოექცა. 

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც უკანონო სამეწარმეო საქმიანობას გულისხმობს. დანაშაული 1-დან 3 წლამდე პატიმრობით ისჯება. 

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ფსიქოტროპული წამლების უკანონოდ გაყიდვის ფაქტები აგვისტოში კახეთშიც გამოავლინა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]