weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

პანკისის ხეობაში იბრაჰიმ ქავთარაშვილის მკვლელობაში ბრალდებული დააკავეს

23:50 ხუთშაბათი, 21 იანვარი 2021

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ დუისში 40 წლის იბრაჰიმ ქავთარაშვილის მკვლელობის ბრალდებით მისი მეზობელი, 45 წლის სიმონ მარგოშვილი (პასპორტის მიხედვით, ხიზირ გაურგაშვილი) დააკავეს. პოლიცია მარგოშვილს 17 იანვრიდან ეძებდა და როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, დღეს პანკისის ხეობაში დააკავეს. 

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 17 იანვარს, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ დუისში, ურთიერთშელაპარაკების გამო, თავის თანასოფლელს - 1979 წელს დაბადებულ ი.ქ.-ს ცივი იარაღით სხეულზე სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა და მიიმალა. მიღებული ჭრილობების შედეგად, ი.ქ. შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა“, – განაცხადეს შს სამინისტროში.

უწყების ინფორმაციით, დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დანაშაული 7-⁠დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


ამ თემაზე:

ახალი დეტალები პანკისში იბრაჰიმ ქავთარაშვილის მკვლელობის საქმეზე

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]