weather cur horoscope tv
თებერვალი 27, 2021

თელავის რაიონის სოფელ კისისხევში 29 წლის ქალი მოკლეს, 37 წლის კაცი კი დაჭრეს

09:59 პარასკევი, 22 იანვარი 2021 hits 913

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კისისხევში ახალგაზრდა ქალი მოკლეს, მამაკაცი კი დაჭრეს. როგორც „რეგინფოს“ სოფელში გამგებლის წარმომადგენელმა უთხრა, შემთხვევა სოფლის მიმდებარედ არსებულ ფერმაში მოხდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პოლიციამ მკვლელობის ბრალდებით 1972 წელს დაბადებული ჯ.ა. დააკავა, დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა კი ნივთმტკიცების სახით ამოიღო.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ჯ.ა.-მ ურთიერთშელაპარაკების შემდეგ თავის ნაცნობ მამაკაცს – 1984 წელს დაბადებულ ხ.ე.-ს და ამ უკანასკნელის თანმხლებ ქალს – 1992 წელს დაბადებულ დ.ფ.-ს არაერთი ჭრილობა მიაყენა. დაჭრილი მამაკაცი გადაყვანილია სამედიცინო დაწესებულებაში, დაშავებული ქალი კი მიღებული ჭრილობების შედეგად შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა“, – აცხადებენ შსს-ში.

უწყების ინფორმაციით, დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით და 19-109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას და დამამძიმებელ გარემოებებში (ორი ან მეტი პირისა) განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]