weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

ბათუმში გაზგასამართი სადგური და ახლოს მდებარე სახლები დაიწვა

14:45 ოთხშაბათი, 16 აგვისტო 2017

ბათუმში, გენერალ ასლან აბაშიძის ქუჩაზე, 129 ნომერში, გაზგასამართი სადგური და რამდენიმე საცხოვრებელი სახლი დაიწვა. „აჭარის ტელევიზიის“ ინფორმაციით, დაშავებულია სამი ადამიანი. ისინი სამედიცინო დაწესებულებებში გადაიყვანეს. კლინიკა „მედინაში“ განაცხადეს, რომ მათთან მოთავსებული ერთ-ერთ პაციენტის, ახალგაზრდა მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. დაშავებულს სხეულის 90%-ის, ასევე სასუნთქი გზების დამწვრობა აქვს. 

ადგილობრივი მედიის ცნობით, ხანძარი ამ დროისთვის ლოკალიზებულია. 

წინასწარი მონაცემებით, ცეცხლი გაზგასამართ სადგურში გაჩნდა. ადგილობრივი მცხოვრებლები ბათუმის მერიისგან აღნიშნული გაზგასამართი სადგურის გადატანას რამდენიმე თვის განმავლობაში ითხოვდნენ. მათი თქმით, დასახლებულ პუნქტთან ახლოს სადგურის არსებობა საფრთხის შემცველი იყო. 

შემთხვევის ადგილზე ექსპერტები და გამომძიებლები მუშაობენ.

აჭარის ტელევიზია

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო დაფუძნდა 2013 წლის 25 დეკემბერს აჭარის ტელერადიო კომპანიის ბაზაზე. რადიო „აჭარა“ მაუწყებლობს აჭარაში FM 104.5-ზე. აჭარის ტელევიზიის ვებგვერდია http://ajaratv.ge

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]