weather cur horoscope tv
თებერვალი 27, 2021

თბილისში, რუსთავსა და ქუთაისში საკლასო ოთახებში სწავლის განახლება 1 მარტისთვის იგეგმება

17:14 პარასკევი, 22 იანვარი 2021 hits 228

საქართველოს განათლების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, პირველი თებერვლიდან მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე, თბილისის, ქუთაისისა და რუსთავის გარდა, სკოლები სასწავლო პროცესს საკლასო ოთახებში გააგრძელებენ.

რაც შეეხება თბილისს, რუსთავს და ქუთაისს, ამ ქალაქებში სასწავლო პროცესის საკლასო ოთახებში გაგრძელება პირველი მარტიდან იგეგმება.

„ეს რასაკვირველია, დამოკიდებულია ეპიდსიტუაციაზე. 15 თებერვალს მოხდება ეპიდსიტუაციის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი შეფასება. თუ შვიდი დღის მაჩვენებელი ჩამოსული იქნება 4%-მდე, შესაბამისად, შემდგომი შემსუბუქების პროცედურები დაიწყება.

ჩვენ პირველ რიგში მინდა აღვნიშნო, რომ ყველას გვინდა, ყველა სკოლაში სასწავლო პროცესი იყოს ბუნებრივ გარემოში, სკოლაში და საკლასო ოთახებში, ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ეს ასე მოხდეს. ყველას კარგად გვესმის, რომ ეს არის სწორედ ის ბუნებრივი გარემო, სადაც სასწავლო პროცესი უნდა მიმდინარეობდეს და აქედან გამომდინარეობს ჩვენი გეგმაც. სასწორის მეორე მხარეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი საკითხი, ეს არის ჩვენი ბავშვების ჩვენი შვილების ჯანმრთელობა. სწორედ ამ პრინციპების გათვალისწინებით, არის ეს გადაწყვეტილებები მიღებული“, – განაცხადა ჩხენკელმა.

სკოლებში, სადაც სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში განახლდება, მასწავლებლებს კორონავირუსზე ტესტირება რეგულარულად, ყოველ ორ კვირაში ჩაუტარდებათ.

რაც შეეხება საბავშვო ბაღებს, პროფესიულ სასწავლებლებს და უმაღლეს სასწავლებლებს, დღეს მოქმედი რეგულაციები პირველ მარტამდე შენარჩუნდება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]