weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

საქართველოში კორონავირუსის 998 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

11:43 შაბათი, 23 იანვარი 2021

ბოლო 24 საათში, საქართველოს მასშტაბით, კორონავირუსზე 16 267 ტესტი ჩატარდა, რის შედეგადაც ინფიცირების 998 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. დღე-ღამის განმავლობაში გამოჯანმრთელდა 1892 ინფიცირებული, ხოლო 16 გარდაიცვალა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 998 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 448 შემთხვევა, ხოლო რეგიონების მიხედვით ასეთი მონაცემებია:

იმერეთი – 170

სამეგრელო-ზემო სვანეთი – 116

შიდა ქართლი – 68

ქვემო ქართლი – 51

კახეთი – 50

აჭარა – 31

გურია – 31

მცხეთა-მთიანეთი – 17

სამცხე-ჯავახეთი – 13

რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 3.

დღეის მდგომარეობით, საქართველოში კოვიდ-19-ით ინფიცირების 9279 მიმდინარე აქტიური შემთხვევაა, საიდანაც 3302 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, 444 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, ხოლო 5533 პირი ბინაზე მკურნალობს.

ამ ეტაპზე მძიმეა 694 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა, მათგან 204 ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება.

დღეისთვის, საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 530 ადამიანი, 19 786 კი თვითიზოლაციაშია.

საქართველოში პანდემიის გავრცელებიდან (26 თებერვალი) დღემდე, კორონავირუსი სულ 252 972 ადამიანს დაუდასტურდა. მათგან უკვე გამოჯანმრთელდა 240 629, ხოლო 3038 გარდაიცვალა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]