weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

საქართველოში კორონავირუსის 1006 ახალი შემთხვევა დადასტურდა

11:36 სამშაბათი, 26 იანვარი 2021

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსზე 17 349 ტესტი ჩატარდა, რის შედეგადაც ინფიცირების 1006 ახალი შემთხვევა დადასტურდა. დღე-ღამის განმავლობაში 1050 ინფიცირებული გამოჯანმრთელდა, ხოლო 25 გარდაიცვალა.  

საქართველოში პანდემიის დაწყებიდან (2020 წლის 26 თებერვალი) დღემდე, კორონავირუსი სულ 254 822 ადამიანს დაუდასტურდა. მათგან უკვე გამოჯანმრთელდა 244 446, ხოლო 3096 გარდაიცვალა.

ამ დროისთვის საქართველოში ინფიცირების 7254 მიმდინარე აქტიური შემთხვევაა. 3069 ინფიცირებული მკურნალობს საავადმყოფოში, 353 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, ხოლო 3832 – ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საავადმყოფოში მოთავსებული 689 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. მათგან 193 ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება.

საკარანტინო სივრცეებში მოთავსებულია 490 ადამიანი, 17 801 კი თვითიზოლაციაშია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]