weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

კაცობრიობა ცხოვრების ჩვეულ რიტმს წელიწად, წელიწად-ნახევარში დაუბრუნდება – გამყრელიძე

14:07 სამშაბათი, 26 იანვარი 2021

„ცხოვრების იმ ჩვეულ რიტმს, როდესაც ჩვენ ყველგან ვმოძრაობდით, არ გვეკეთა ნიღაბი და ვმოგზაურობდით, ჩემი პირადი გათვლები და პროგნოზი ასეთია, რომ კაცობრიობა დაუბრუნდება დაახლოებით წელიწად, წელიწად-ნახევარში“, – განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ დღევანდელ ბრიფინგზე.

გამყრელიძის თქმით, სრული ვაქცინაციის მიუხედავად, გარკვეული პერიოდის განმავლობაში, მოსახლეობას ნიღბის გამოყენება, დისტანციისა და ჰიგიენის დაცვა მაინც მოუწევს.

„ვაქცინების უზარმაზარი რაოდენობაა წარმოებული და სხვადასხვა სახელმწიფოების მიერ დაახლოებით 8 მილიარდი ვაქცინაა შეკვეთილი ორჯერადი ვაქცინაციისთვის. ეს არის 4 მილიარდი ადამიანის აცრა. თუ ეს მოხდა და ამას მიაღწია, ამასთან ერთად, ჩვენ გარკვეული პერიოდი მაინც მოგვიწევს ნიღბის ხმარება, მიუხედავად სრული ვაქცინაციისა. ამასთან, დაგვჭირდება დისტანციისა და ჰიგიენის დაცვა. ამან ხომ სხვა რამეზეც იმოქმედა. ხომ ნახეთ, წელს გრიპი თითქმის არ არის. ამიტომ, დაახლოებით წელიწად, წელიწად-ნახევრის შემდეგ კაცობრიობა შეიძლება, დაუბრუნდეს ცხოვრების ჩვეულ რიტმს“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

დღეს დილისთვის, მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 100 მილიონს გადააჭარბა. ვირუსს 2 მილიონზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. ინფიცირებულთა საერთო რაოდენობის 71% გამოჯანმრთელებულია.

ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, დაახლოებით 56 ქვეყანაში კორონავირუსზე აცრილია 68 მილიონზე მეტი ადამიანი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]