weather cur horoscope tv
აპრილი 25, 2024

ბარაკ ობამას ანტირასისტულ განცხადებას „ტვიტერში“ რეკორდული რაოდენობის მოწონება აქვს

16:42 ოთხშაბათი, 16 აგვისტო 2017

ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტის, ბარაკ ობამას რასიზმის საწინააღმდეგო განცხადებამ „ტვიტერში“ 3 მილიონზე მეტი მოწონება დაიმსახურა, რაც მიკრობლოგის არსებობის ისტორიაში ყველაზე დიდი მაჩვენებელია.

ბარაკ ობამა შარლოტსვილში მომხდარ ძალადობას ნელსონ მანდელას სიტყვებით გამოეხმაურა.

„არავინ იბადება სიძულვილით მეორე ადამიანის მიმართ მისი კანის ფერის, ან წარმომავლობის, ან რელიგიის გამო“, - წერს ობამა.

12 აგვისტოს, ვირჯინიის შტატის ქალაქ შარლოტსვილში ულტრამემარჯვენეებსა და მათ მოწინააღმდეგეებს შორის დაპირისპირება მოხდა. ულტრამემარჯვენეების წინააღმდეგ აქციის დროს ავტომანქანა დემონსტრანტებს დაეჯახა, რა დროსაც 32 წლის ქალი დაიღუპა, 20-მდე ადამიანი კი დაშავდა.

ინციდენტის შემდეგ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს რასისტების მხრიდან ძალადობა არ დაუგმია. მან აღნიშნა, რომ მემარჯვენეების აქცია სანქცირებული იყო, მათ მოწინააღმდეგეებს კი აქციის გამართვის ნებართვა არ ჰქონდათ და ძალიან აგრესიულები იყვნენ. ამ განცხადების გამო დონალდ ტრამპს მკაცრად აკრიტიკებენ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]