weather cur horoscope tv
დეკემბერი 09, 2024

მესტიის 2021 წლის ბიუჯეტის 39 % ადგილობრივი ხელისუფლების შენახვას მოხმარდება

20:41 ხუთშაბათი, 28 იანვარი 2021
ფოტოზე - მესტიის მერი კაპიტონ ჟორჟოლიანი ფოტოზე - მესტიის მერი კაპიტონ ჟორჟოლიანი

მესტიის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტიდან, რომლის ჯამიც 11 მლნ 888 ათასი ლარია, 4 მლნ 628 ათასი ლარი მერიისა და საკრებულოს დაფინანსებისთვის არის განკუთვნილი. ადგილობრივი ხელისუფლების შენახვის ხარჯები (ხელფასი, ოფისის, სატელეფონო, საწვავის და სხვა ხარჯები) შარშანდელთან შედარებით 1 მილიონითაა გაზრდილი.

მუნიციპალიტეტის მერიას წელს, როცა თვითმმართველობის არჩევნები უნდა ჩატარდეს, 950 ათასი ლარი შტატგარეშე მომსახურე პერსონალისთვის აქვს განსაზღვრული.

2021 წლის ბიუჯეტში მხოლოდ 26 ათასი ლარია გათვალისწინებული ბავშვთა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური დაცვისათვის; 174 ათასი ლარი მძიმე კატეგორიის ავადმყოფების სოციალური დაცვისათვის; 10 ათასი ლარი ვეტერანთა (ხანდაზმულთა) სოციალური დაცვისათვის; 55 ათასი ლარი სტიქიით დაზარალებული ოჯახების დასახმარებლად; 80 ათასი ლარი შშმ პირების სარეაბილიტაციო ცენტრის თანადაფინანსებისთვის და 30 ათასი ლარი უსახლკარო პირების საცხოვრებელი ფართით უზრუნველსაყოფად.

მესტიის მუნიციპალიტეტში გზებისა და ხიდების რეაბილიტაციისთვის მხოლოდ 120 ათასი ლარია გათვალისწინებული; კომუნალური ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაციაზე და ექსპლუატაციისთვის 250 ათასი ლარი; ამდენივე გარე განათების მოწყობა რეაბილიტაციისა და ექსპლუატაციისთვის; კეთილმოწყობისთვის 953 ათასი ლარი; სარწყავი არხებისა და ნაპირსამაგრი ჯებირების მშენებლობა-რეაბილიტაციისთვის 100 ათასი ლარი; საბავშვო ბაღების დაფინანსებისთვის განსაზღვრულია 1 მლნ 320 ათასი ლარი;

ააიპ „მესტიის დასუფთავება და კეთილმოწყობის სამსახური“ ნარჩენების შეგროვება, გადამუშავებისა და განადგურებისთვის 2021 წლის ბიუჯეტიდან 1 მლნ ლარს მიიღებს.

კულტურისთვის, რელიგიისთვის, ახალგაზრდული და სპორტული ღონისძიებებისთვის 1 მლნ 941 ათასი ლარია გამოყოფილი. აქედან, სპორტული სკოლების გაერთიანებისთვის 750 ათასი ლარი; ახალგაზრდული პროგრამების დაფინანსებისთვის 193 ათასი ლარი; ააიპ „მესტიის მუნიციპალიტეტის კულტურის და ხელოვნების ცენტრისთვის“ 700 ათასი ლარი; კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ცენტრისთვის 80 ათასი ლარი; ააიპ სვანეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციისთვის 138 ათასი ლარი; საზოგადოებრივი ჯანდაცვის მომსახურებისთვის 65 ათასი ლარი.

წინა წლებში წარმოქმნილი ვალდებულებების დაფარვისა და სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების ფინანსური უზრუნველყოფისთვის მესტიის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტი ითვალისწინებს 388 700 ლარს. 2020 წელს ამ მიმართულებით 1 მლნ 50 ათასი ლარი იყო გამოყოფილი.

ამ ოდენობის ვალი, ზუგდიდის გარდა, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში არცერთ მუნიციპალიტეტს არ აქვს. წინა წლებში წარმოქმნილი ვალდებულებების დაფარვისა და სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების ფინანსური უზრუნველყოფისთვის, 2021 წლის ბიუჯეტში მარტვილს მხოლოდ 6 300 ლარი აქვს; სენაკს, ჩხოროწყუსა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტებს 1000-1000 ლარი; ხობს 97 ათასი ლარი, ფოთს 20 ათასი. მესტიის მერის საფინანსო სამსახურის საბიუჯეტო დაგეგმარებისა და ფორმირების განყოფილების უფროსის, სალომე კვიციანის განმარტებით, მესტიის მუნიციპალიტეტმა 2016 წელს სახელმწიფოსგან, მიმდინარე ღონისძიებების დასაფინანსებლად ისესხა 1.5 მილიონი ლარი, რომლის გადახდაც 2020 წელს დასრულდა. რაც შეეხება ბიუჯეტში წელს გათვალისწინებულ 388 ათას ლარს, აღნიშნული თანხით მულახის სპორტსკოლის მშენებლობისა და დასუფთავების ტექნიკის შეძენისთვის, მუნიციპალური განვითარების ფონდიდან აღებული სესხის დაფარვა მოხდება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]