weather cur horoscope tv
დეკემბერი 08, 2024

იაპონიის საელჩომ ოთხ რეგიონს, მათ შორის რაჭას, რეანომობილები აჩუქა

21:49 ხუთშაბათი, 28 იანვარი 2021

იაპონიის საელჩომ საქართველოს 4 სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანა აჩუქა. რეანომობილები კახეთის, რაჭა-ლეჩხუმის, სამეგრელო-ზემო სვანეთისა და გურიის რეგიონებს მოემსახურება. გრანტის მოცულობამ 290 500 აშშ დოლარია. 

„გვინდა დიდი მადლიერება გამოვხატოთ ყველა ექიმისადმი, რომლებიც ყოველდღიურად დიდ სირთულეებს და საფრთხეებს უმკლავდებიან, თქვენი ძალისხმევა იმსახურებს უდიდეს პატივისცემას და აღფრთოვანებას.

რეანომობილები კრიტიკულ სიტუაციაში მყოფი პაციენტის სიცოცხლის გადარჩენას მოემსახურება და მნიშვნელოვნად შეამცირებს საავადმყოფოში გადასაყვანად საჭირო ლოდინის დროს. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კოვიდ ვირუსის კონტექსტში, რამდენადაც ამ პერიოდში მზარდია გადაუდებელი სამედიცინო დახმარების საჭიროება, რაც დიდი გამოწვევაა ჯანდაცვის სისტემისთვის“, – აცხადებს იაპონიის საელჩო.

საელჩოს ინფორმაციით, გარდა რეანომობილებისა, კოვიდ პანდემიასთან უკეთ გამკლავების მიზნით, იაპონიის მთავრობამ ასევე გამოყო 3 მილიონი დოლარი საქართველოს მთავრობის მხარდასაჭერად. ამასთანავე, აზიის განვითარების ბანკის (ADB) მეშვეობით, იაპონიის მთავრობამ საქართველოსთვის გამოყო 2.5 მილიონი დოლარი. ასევე, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან (WHO) არსებული COVAX-ის პლათფორმის მეშვეობით, იაპონიის მთავრობა მხარს უჭერს საქართველოს ვაქცინაციის პროცესში.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]