weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

ბოლო 7 დღეში დადებითობის მაჩვენებელი 4.7 პროცენტია – გამყრელიძე

14:11 პარასკევი, 29 იანვარი 2021

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, პანდემიის ბოლო სამი თვის განმავლობაში, დღეს დადებითობის მაჩვენებელი ყველაზე დაბალია და 3.5%-ს შეადგენს. რაც შეეხება ერთი კვირის მაჩვენებელს, ის 4.7%-ზეა.

„საქართველოში დღეს გვაქვს 669 ახალი შემთხვევა, რომელიც გამოვლინდა 19 311 ტესტიდან. ე.წ. დადებითობის მაჩვენებელი, რომელიც ხშირად ისმის ბოლო დღეების განმავლობაში, დღეს, ამ ბოლო სამი თვის განმავლობაში, არის ყველაზე ნაკლები – 3.5%. ბოლო შვიდ დღეში გვაქვს 4.7%, ბოლო 14 დღეში 5.8%.

ბოლო 14 და 7 დღეს განსაკუთრებით ყურადღებას ვაქცევთ სტაბილიზაციის თვალსაზრისით. ზოგადად იანვარში არის 8% და ბოლო 30 დღის განმავლობაში დადებითობის მაჩვენებელი 8.4%-ს შეადგენს“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ.

გამყრელიძის თქმით, ქვეყანაში ეპიდსიტუაცია სტაბილიზაციისკენ მიდის და ამის შენარჩუნებას სიფრთხილე სჭირდება.  

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ თუ შვიდი დღის განმავლობაში, დადებითობის მაჩვენებელი 4% იქნება, ეკონომიკის ეტაპობრივი გახსნა დაგეგმილზე ადრე დაიწყება.  

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]