weather cur horoscope tv
აპრილი 24, 2024

ზუგდიდში დევნილების დასახლებაში შენობა ჩამოინგრა და ბავშვი მოიყოლა

15:09 შაბათი, 30 იანვარი 2021

ზუგდიდში, თამარ მეფის ქუჩაზე, ორსართულიანი ავარიული შენობა ჩამოინგრა. შემთხვევის შედეგად ნანგრევებში მოყვა 10 წლის გოგონა, რომელიც მაშველებმა ამოიყვანეს. ბავშვი ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალშია გადაყვანილი და არსებული ინფორმაციით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებით, შენობის ნგრევის შესახებ ინფორმაცია 112-ზე შევიდა, რის შემდეგაც მაშველები შემთხვევის ადგილზე მივიდნენ და სამაშველო ოპერაცია დაიწყეს.

„მაშველებმა ბავშვის სავარაუდო ადგილსამყოფელი ნანგრევებისგან უმოკლეს დროში გაათავისუფლეს და 10 წლის გოგონა უსაფრთხო ადგილას გამოიყვანეს“, – აცხადებენ საგანგებო სიტუაციის სამსახურში.

ზუგდიდის მერი ადასტურებს ინფორმაციას, რომ საცხოვრებლის მოთხოვნაზე ნანგრევებში მოყოლილი გოგონას ოჯახს განცხადება ჰქონდა დაწერილი.

„ამ შენობაში მცხოვრებლებს, ყველას გადასცეს ახალი საცხოვრებელი სახლები ბარამიას ქუჩაზე, გარდა ამ ერთისა, რომელსაც შეტანილი ჰქონდა სოფლად სახლის შეყიდვის პროგრამაში განცხადება. ამ ოჯახსაც მიღებული აქვს თანხმობა, უახლოეს დღეებში სამართლებრივ პროცედურებს გაივლის და დაკმაყოფილდება“, – თქვა შემთხვევის ადგილზე მისულმა ზუგდიდის მერმა, გიორგი შენგელიამ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]