weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

მესტიის სოფელ ხაიშში საცხოვრებელი სახლი დაიწვა

17:33 სამშაბათი, 02 თებერვალი 2021

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ხაიშში ხანძრის შედეგად სრულად დაიწვა საცხოვრებელი სახლი, რომელშიც ორი ოჯახი ცხოვრობდა. როგორც ადგილობრივები აცხადებენ, სახანძრო-სამაშველო ბრიგადას ადგილზე მისასვლელად დაახლოებით 1-1.5 საათი დასჭირდა.

„ჯვარიდან რომ წამოვიდეს სახანძრო, 70 კილომეტრია. იგივე მანძილია მესტიიდან. ვიდრე ჩამოვა, ნაცარტუტად იქცა ამხელა სახლ-კარი. ერთი პუნქტი არ უნდა არსებობდეს ამხელა ტერიტორიაზე, სადაც სახანძრო მანქანა იქნება? ეს, ალბათ, სვანეთში მე-12 სახლია, რომლის დაწვასაც ვუყურებ და სადაც ვერასდროს ვერ მიაღწია სახანძრომ“, – ამბობს ადგილობრივი დათო ნავერიანი.

ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს. როგორც „რეგინფოსთან“ საუბარში ადგილობრივები ამბობენ, არსებობდა ხანძრის სხვა სახლზე გავრცელების საფრთხე, რაც საკუთარი ძალებით აიცილეს თავიდან. მათივე თქმით, იმ დროს, როდესაც სახანძრო მივიდა, სახლი უკვე დამწვარი, ცეცხლი კი შენელებული იყო. ადგილობრივები სახანძრო-სამაშველო სერვისზე ხელმისაწვდომობას ითხოვენ.

წინასწარი ინფორმაციით, ხანძარი სხვენში, ელექტროგაყვანილობიდან გაჩნდა.

 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]