weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

რამდენიმე დღეში ვაკის პარკი სრულად ჩაიკეტება – თბილისის მერი

11:05 ოთხშაბათი, 03 თებერვალი 2021

ვაკის პარკი, სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, რამდენიმე დღეში სრულად ჩაიკეტება – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

როგორც კალაძემ თქვა, სარეაბილიტაციო სამუშაოები წლის ბოლოსთვის მთლიანად უნდა დასრულდეს.

„დაწყებულია ვაკის პარკის სრულმასშტაბიანი სარეაბილიტაციო სამუშაოები. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია სარეკრეაციო სივრცეების განახლება-მოწესრიგება. ის მნიშვნელოვანი ელემენტები, რომელიც აქვს ამ პარკს, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსიდან გამომდინარე, ყველაფერი იქნება შენარჩუნებული, მოწესრიგებული და თითოეულ დეტალს გავუფრთხილდებით, იმისთვის, რომ ის სიმდიდრე, რაც გააჩნია ამ პარკს, მაქსიმალურად იქნეს შენარჩუნებული.

სამუშაოებიდან გამომდინარე მინდა, მოსახლეობას მივაწოდო ინფორმაცია, რომ რამდენიმე დღეში მოგვიწევს პარკის სრულად ჩაკეტვა იმის გამო, რომ საკმაოდ მასშტაბური სამუშაოები იწყება“, – განაცხადა კალაძემ.

თბილისის მერიის ინფორმაციით, რეაბილიტაცია დაახლოებით, 34 ჰექტარ ტერიტორიას ჩაუტარდება. სამუშაოები, რომლის ღირებულება საერთო ჯამში, 30 000 000 ლარია, პარკის რეაბილიტაციის გარდა, ცენტრალური ღერძის გასწვრივ არსებული კასკადისა და შადრევნების აღდგენა-რეაბილიტაციას ითვალისწინებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]