weather cur horoscope tv
აპრილი 25, 2024

კორონავირუსის 688 ახალი შემთხვევიდან 295 თბილისშია, 126 – იმერეთში

11:39 ოთხშაბათი, 03 თებერვალი 2021

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი კოვიდ-ინფიცირების 688 ახალი შემთხვევიდან ყველაზე მეტი – 295 შემთხვევა, თბილისში დადასტურდა. მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მონაცემებით, დანარჩენი 393 ახალი შემთხვევა რეგიონების მიხედვით ასე ნაწილდება:

იმერეთი – 126

სამეგრელო-ზემო სვანეთი – 69

კახეთი – 50

შიდა ქართლი – 45

გურია – 32

ქვემო ქართლი – 31

აჭარა – 23

მცხეთა-მთიანეთი – 7

სამცხე-ჯავახეთი – 7

რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 3.

ამ ეტაპზე, ქვეყანაში კოვიდ-ინფიცირების 5573 მიმდინარე აქტიური შემთხვევაა. აქედან 2384 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, 2897 კი – ბინაზე. 292 ინფიცირებული მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში. 559 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, მათგან 153 ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 487 ადამიანი, ხოლო 15 348 პირი თვითიზოლაციაშია.

პანდემიის დაწყებიდან (2020 წლის 26 თებერვალი) დღემდე, საქართველოში კორონავირუსი სულ 259 897 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 251 077 გამოჯანმრთელებულია. ვირუსს ჯამში 3221 პირი ემსხვერპლა. ამ ეტაპზე, ქვეყანაში კოვიდინფიცირების 5573 მიმდინარე აქტიური შემთხვევაა.

გუშინ, 2 თებერვალს, 24 საათში ჩატარებული 17 271 ტესტიდან კორონავირუსი 858 ადამიანს დაუდასტურდა. პირველ თებერვალს, 9056 ტესტიდან 240 კოვიდ-დადებითი იყო, ხოლო 31 იანვარს – 12 700 ტესტმა 479 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოავლინა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]