weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

აცრა რეკომენდირებულია კორონავირუსის გადატანიდან სამი თვის შემდეგ – გამყრელიძე

14:25 ოთხშაბათი, 03 თებერვალი 2021

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველომ უკვე მიიღო დასტური „კოვაქსიდან“, რომ ქვეყანაში თებერვლის მეორე ნახევარში შემოვა Pfizer-ის ვაქცინის 29 250 დოზა, რომლითაც დაახლოებით მედიცინის 14 000-მდე მუშაკი აიცრება.

„ჩემი კოლეგების 7 პროცენტამდე არის ინფიცირებული. ალბათ, იმუნიზაციის ბრძანებას დღეს მოეწერება მინისტრისგან ხელი, სადაც აღნიშნულია, რომ ვისაც გადატანილი აქვს, მათ შორის მეც, გადატანიდან სამი თვის შემდეგ აიცრას, ანუ სამი თვის განმავლობაში, ეს ხალხი არ აიცრებიან. ინფექციის გადატანა, აცრის წინააღმდეგ ჩვენება არ არის, მაგრამ რეკომენდაციას ვაძლევთ, ინფექციის გადატანიდან 3 თვის შემდეგ აცრას“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მისივე თქმით, ქვეყანაში სამედიცინო პერსონალის ოდენობა 75 000 ადამიანს შეადგენს, საიდანაც წელს 49 000-ის აცრა იგეგმება.

„პირველ რიგში აიცრებიან კოვიდ კლინიკების თანამშრომლები და მათში პირველ რიგში რეანიმატოლოგები, ინტენსიური თერაპიის, მიმღების, სასწრაფოს, „ემერჯენსის“ ექიმები, ვისაც ყველაზე მეტი შეხება აქვთ კოვიდ-ინფიცირებულებთან. 14 000 ადამიანი, ვინც ახლა უნდა ავცრათ Pfizer-ით, ყველას ვერ მოიცავს და იქაც პრიორიტიზაცია გაკეთდება.

სპეციალური პორტალია გახსნილი, უკვე მიმდინარეობს ყველა სამედიცინო დაწესებულებიდან სამედიცინო მუშაკების მონაცემების ატვირთვა და თვითონ ის დაწესებულებები აფასებენ რისკ ფაქტორს – მაღალი რისკის, საშუალო და დაბალი რისკის ადამიანები“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მისივე ინფორმაციით, Pfizer-ის შემდეგ, სავარაუდოდ მარტის პირველ ნახევარში, AstraZeneca-ს ვაქცინა შემოვა და ამ შემთხვევაშიც, პირველ რიგში, სამედიცინო პერსონალის ვაქცინაცია მოხდება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]