weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

ოპოზიციის მანდატების შენარჩუნება პარლამენტის სწორი ნაბიჯი იყო – ჰარცელი

15:43 ოთხშაბათი, 03 თებერვალი 2021

საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა განაცხადა, რომ 51 ოპოზიციონერი დეპუტატისთვის მანდატების შენარჩუნება პარლამენტის მხრიდან სწორი ნაბიჯი იყო და ეს გადაწყვეტილება დიალოგის გაგრძელების წინაპირობაა.

„პარლამენტის მიერ გუშინ მიღებული გადაწყვეტილება, არ გაეუქმებინათ მანდატები იყო სწორი ნაბიჯი. ძირითადად ეს არის წინაპირობა, რომ შეინარჩუნონ წინაპირობა მოლაპარაკებების გასაგრძელებლად.

ამავდროულად, გუშინდელი გადაწყვეტილება აუცილებლად არ გულისხმობს შეთანხმების მისაღწევად შანსების გაზრდას. ჯერ კიდევ ველოდებით ამ ჯადოსნურ სივრცეს, სადაც ყველა მხარე შეთანხმებას შეძლებს.

როგორც ვიცით, ოპოზიციის უმრავლესობა გუშინდელი გადაწყვეტილების მიუხედავად ბოიკოტს ინარჩუნებს. გულწრფელი ვიქნები და გეტყვით, რომ ჯერ კიდევ ვაწყდებით სირთულეებს, სადაც არც ერთი მხარე არ დგამს კონკრეტულ ნაბიჯს, რაც დამარწმუნებდა, რომ შეგვიძლია შეთანხმების მიღწევა, რაზეც ჩვენ, როგორც ფასილიტატორები ვმუშაობთ.

ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, ჩიხში შესული პოზიციების შემდეგ, ასევე ჩვენც დავფიქრდით, რამდენად სასარგებლო იქნება სამომავლოდ დიალოგის ფორმატი“, – განაცხადა ევროკავშირის ელჩმა.

გუშინ, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დღეს კენჭი უყარეს 51 ოპოზიციონერი დეპუტატისთვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს. „ქართულმა ოცნებამ“ საკითხი ჩააგდო და დეპუტატებს უფლებამოსილება არ შეუწყვიტა. როგორც პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, ეს გადაწყვეტილება დაეფუძნა რამდენიმე ძირითად მოსაზრებას, მათ შორის, გაითვალისწინეს „საერთაშორისო პარტნიორების დამოკიდებულება საკითხისადმი, რომელიც რადიკალური ოპოზიციისთვის კონსტრუქციულ რელსებზე გადასვლის კიდევ ერთი შანსის მიცემისკენ იხრება“.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოცემული შემაჯამებელი ოქმის მიხედვით, მეათე მოწვევის პარლამენტში 90 მანდატი „ქართულმა ოცნებამ“ მოიპოვა, ხოლო დანარჩენი 60 ოპოზიციურ პარტიებს შორის ასე გადანაწილდა: „ევროპული საქართველო“ – 5, „ნაციონალური მოძრაობა-ძალა ერთობაშია“ – 36, „პატრიოტთა ალიანსი“ – 4; „ლეიბორისტული პარტია“ – 1; „მოქალაქეები – ალეკო ელისაშვილი“ – 2; „გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებელი“ – 4; „გირჩი“ – 4; „ლელო“ – 4.

პარლამენტში შევიდა „პატრიოტთა ალიანსის“ სიით გასული სამი დეპუტატი, ასევე „მოქალაქეების“ ორივე წარმომადგენელი – ალეკო ელისაშვილი და ლევან იოსელიანი.

51 დეპუტატმა პარლამენტს განცხადებით მიმართა და უფლებამოსილების შეწყვეტა მოითხოვა. ასეთი განცხადება არ აქვს დაწერილი „გირჩის“ სამ წევრს – იაგო ხვიჩიას, ვახტანგ მეგრელიშვილს და ალექსანდრე რაქვიაშვილს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]