weather cur horoscope tv
აპრილი 25, 2024

გუგუტიანთკარში მცხოვრები მამაკაცი ოკუპანტებმა გაიტაცეს

18:30 ოთხშაბათი, 03 თებერვალი 2021
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის ფოტო დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის ფოტო

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გუგუტიანთკარში მცხოვრები რამაზ ბეღელური საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა გაიტაცეს. როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, უკანონო დაკავება გუგუტიანთკარის მიმდებარე ოკუპირებულ ტერიტორიაზე, გუშინ, 2 თებერვალს მოხდა.

სუს-ის განცხადებით, მიმდინარეობს აქტიური მუშაობა უკანონოდ დაკავებულის დაუყოვნებლივ გასათავისუფლებლად.

„საოკუპაციო ძალების მიერ უკანონო დაკავების ფაქტთან დაკავშირებით გააქტიურდა ცხელი ხაზი. მომხდარის შესახებ ეცნობა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას. ასევე, მოხდა საერთაშორისო პარტნიორების ინფორმირება.

უკანონო დაკავებები მნიშვნელოვნად აუარესებს საოკუპაციო ხაზს გასწვრივ, ასევე ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს და ართულებს ადგილობრივი მოსახლეობის ყოველდღიურობას“, – აცხადებენ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.

დაკავებულის მამამ გამოცემა Qartli.ge-სთან განაცხადა, რომ რუსმა ე.წ. მესაზღვრეებმა მისი შვილი უკვე მეორედ წაიყვანეს. მამის თქმით, პირველი შემთხვევის დროს რამაზ ბეღელური ნაკვეთში იმყოფებოდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]