weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

აჭარის განათლების სამინისტრომ სტუდენტების დაფინანსებისთვის კონკურსი გამოაცხადა

10:36 ხუთშაბათი, 17 აგვისტო 2017

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ „განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდის“ პროგრამის ფარგლებში საბაკალავრო და სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხული სტუდენტების დაფინანსებისთვის კონკურსი გამოაცხადა.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ სტუდენტებს, რომლებიც 2014, 2015 და 2016 წელს ჩაირიცხნენ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში აკრედიტებულ საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებზე; ბოლო ექვსი წლის განმავლობაში სწავლობდნენ და ატესტატი მიიღეს აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში და ბოლო სემესტრის მათი საშუალო აკადემიური მოსწრება 71 %-ს ტოლი ან მასზე მეტია.

დაფინანსება გაიცემა შემდეგი კატეგორიის სტუდენტებზე:

  • სტუდენტები მაღალმთიანი აჭარიდან: ქედა, შუახევი, ხულო;
  • დედით ან მამით ობოლი, უდედმამო;
  • მრავალშვილიანი ოჯახის წევრი: ოთხი და მეტი შვილი.
  • სოციალურად დაუცველი: 100 000 ქულა და ნაკლები.

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა განცხადებები და პროგრამით გათვალისწინებული დოკუმენტები უნდა წარადგინონ სამინისტროში 22 აგვისტოს ჩათვლით, შემდეგ მისამართზე: ქალაქი ბათუმი, ლადო გუდიაშვილის ქუჩა N4; ტელ.: 24 53 78.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]