weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

რიკოთის გზის მშენებლობაზე მუშა გარდაიცვალა

14:49 შაბათი, 06 თებერვალი 2021

რიკოთის საუღელტეხილო გზის ჩუმათელეთი-ხევის მონაკვეთზე მიმდინარე მაგისტრალური გზის სამშენებლო სამუშაოების დროს მუშა გარდაიცვალა. როგორც საავტომობილო გზების დეპარტამენტში აცხადებენ, ჩინეთის 50 წლის მოქალაქე სამუშაოს შესრულებისას შეუძლოდ გახდა და ადგილზე გარდაიცვალა. სიკვდილის მიზეზი სავარაუდოდ გულის შეტევა გახდა.

„შემთხვევის ადგილზე იმყოფებიან სასწრაფო დახმარების ბრიგადა, მშენებელი კომპანიისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები. გარდაცვალების ზუსტი მიზეზის დასადგენად დაწყებულია გამოძიება“, – აცხადებენ საავტომობილო გზების დეპარტამენტში.

სამშენებლო სამუშაოებს დეპარტამენტის კონტრაქტორი ორგანიზაცია „ჩინეთის სახელმწიფო სამშენებლო-საინჟინრო კორპორაცია“ ახორციელებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]