weather cur horoscope tv
აპრილი 27, 2024

გურჯაანის შემოვლითი გზის მშენებლობა გაზაფხულზე დასრულდება

15:19 შაბათი, 06 თებერვალი 2021

საავტომობილო გზების დეპარტამენტში აცხადებენ, რომ გურჯაანი-ბაკურციხის შემოვლითი გზის მშენებლობა გაზაფხულზე დასრულება. ამ დროისთვის შემოვლით გზაზე, რომლის სიგრძეც 15.5 კილომეტრია, კომუნიკაციების გადატანის, გზის სავალი ნაწილის შემოფარგვლისა და მიწის სამუშაოები მიმდინარეობს.

გურჯაანი-ბაკურციხის შემოვლითი გზა შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ახმეტა-თელავი-ბაკურციხის გზას საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის გზასთან დააკავშირებს. ავტოტრანსპორტს საჭიროების გარეშე აღარ მოუწევს ქალაქ გურჯაანში და გურჯაანის მუნიციპალიტეტის მჭიდროდ დასახელებულ სოფლებში - ბაკურციხეში, კოლაგში, ძირკოკში, ჭანდარში, ვეჯინსა და ჩუმლაყში გავლა.

„პროექტის დასრულების შემდეგ, გაუმჯობესდება უსაფრთხოების ხარისხი, მნიშვნელოვნად შემცირდება მგზავრობის დრო და ხარჯები“, – აცხადებენ საავტომობილო გზების დეპარტამენტში

პროექტი მსოფლიო ბანკის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 38 000 000 ლარია. სამუშაოებს კომპანია „ბლექ სი გრუპი“ ასრულებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]