weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

ქობულეთში ზღვაში 26 წლის კაცს ეძებენ

10:59 ხუთშაბათი, 17 აგვისტო 2017

ქობულეთში, ჩაქვისა და ციხისძირის მიმდებარე ტერიტორიაზე ზღვაში გაუჩინარებულ 26 წლის ახალგაზრდას ეძებენ. „აჭარის ტელევიზიის“ ინფორმაციით, გუშინ საღამოს ის მეგობარს ტელეფონით ესაუბრა და უთხრა, რომ წყალში სიმაღლიდან აპირებდა გადახტომას.

მას შემდეგ, რაც მამაკაცი ზღვიდან აღარ ამოვიდა, მეგობრებმა და ოჯახის წევრებმა სამაშველო სამსახურში დარეკეს. სანაპიროზე მისი პირადი ნივთებია ნაპოვნი.

მამაკაცი რუსეთიდან ქობულეთში ოჯახთან ერთად დასასვენებლად იყო ჩასული.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

აჭარის ტელევიზია

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო დაფუძნდა 2013 წლის 25 დეკემბერს აჭარის ტელერადიო კომპანიის ბაზაზე. რადიო „აჭარა“ მაუწყებლობს აჭარაში FM 104.5-ზე. აჭარის ტელევიზიის ვებგვერდია http://ajaratv.ge

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]