weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

ლილოს ბაზრობაზე სამი მაღაზია დაიწვა

10:00 ორშაბათი, 08 თებერვალი 2021
არქივის ფოტო არქივის ფოტო

ლილოს ბაზრობაზე, რომელიც 28 ნოემბრის შემდეგ დღეს პირველად გაიხსნა, ხანძარი გაჩნდა. ცეცხლი რამდენიმე მაღაზიაზე იყო გავრცელებული.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ამ დროისთვის ხანძარი ლოკალიზებულია და მის ჩასაქრობად ადგილზე სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის 11 ჯგუფი მუშაობს.

„არსებობდა ცეცხლის სხვა მაღაზიებზე გავრცელების საშიშროება, თუმცა მეხანძრე-მაშველებმა დროულად მოახერხეს ხანძრის ლოკალიზება და სიტუაციის გაკონტროლება. ამ დროისთვის უკვე მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა“, – აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

ჯერ უცნობია, რამ გამოიწვია ხანძარი. „ლილო მოლის“ გენერალური დირექტორის, გიორგი კვარაცხელიას განცხადებით, დამწვარია სამი მაღაზია. მისივე თქმით, მაღაზიები დაზღვეული იყო.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]