weather cur horoscope tv
აპრილი 26, 2024

სინოდის სხდომა 11 თებერვალს გაიმართება

10:52 ორშაბათი, 08 თებერვალი 2021

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს განცხადებით, ხუთშაბათს, 11 თებერვალს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის მოწვევით საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომა გაიმართება.

რა საკითხებს განიხილავენ სინოდის სხდომაზე სასულიერო პირები - ამ დროისთვის უცნობია.

სინოდის სხდომასთან დაკავშირებით საგანგებო განცხადებას ავრცელებს „რელიგიის ექსპერტთა ასოციაცია“. ასოციაცია კონფიდენციალურ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ წმინდა სინოდის საგანგებო სხდომის ფარგლებში იგეგმება კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ტახტიდან გადაყენება და დაჩქარებული წესით არჩევნების დანიშვნა, რაც საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე შიოს მოკლე ვადებში მწყემსმთავრად დადგინებას ემსახურება.

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ ამ ინფორმაციას ფანტაზია უწოდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]