weather cur horoscope tv
აპრილი 26, 2024

თელავში მდებარე სასტუმრო 10 000 ლარით დააჯარიმეს

14:00 ორშაბათი, 08 თებერვალი 2021

შრომის ინსპექციის სამსახურმა თელავში მდებარე ერთ-ერთი სასტუმრო 10 000 ლარით დააჯარიმა. როგორც „რეგინფოს“ ინსპექციის პრეს-სამსახურში განუცხადეს, სასტუმროში მდებარე რესტორანი ღამის 9 საათის შემდეგაც მუშაობდა, რაც კანონდარღვევაა.

ჯარიმის დაკისრების გარდა, შრომის ინსპექცია ობიექტისთვის სახელმწიფო სუბსიდირების შეწყვეტას ითხოვს.

სასტუმროს რესტორანში წვეულების ამსახველი კადრები სოციალურ ქსელში გავრცელდა. შრომის ინსპექციას რეაგირებისთვის შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიმართა.

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვების გამო, 2020 წლის 28 ნოემბრიდან რესტორნებს მუშაობა მხოლოდ გატანის სერვისით შეუძლიათ. როგორც „რეგინფოს“ შრომის ინსპექციაში განუმარტეს, გამონაკლისს წარმოადგენენ სასტუმროებში მდებარე რესტორნები – მათ სასტუმროს სტუმრების მომსახურების უფლება 21:00 საათამდე აქვთ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]