weather cur horoscope tv
ოქტომბერი 08, 2024
×

შეტყობინება

Failed loading XML... Opening and ending tag mismatch: description line 1 and script Opening and ending tag mismatch: item line 1 and div Sequence ']]>' not allowed in content internal error: detected an error in element content

პრემიერ-მინისტრმა 6 რეგიონში ახალი გუბერნატორები დანიშნა

16:52 სამშაბათი, 09 თებერვალი 2021

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ 6 რეგიონში – სამეგრელო-ზემო სვანეთში, გურიაში, შიდა ქართლში, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთსა და მცხეთა-მთიანეთში ახალი სახელმწიფო რწმუნებულები (გუბერნატორები) დანიშნა.

კახეთში გუბერნატორის თანამდებობა ირაკლი შიოშვილმა დაიკავა. ის 2016 წლის ნოემბრიდან რეგიონის გუბერნატორის, ირაკლი ქადაგიშვილის პირველი მოადგილე იყო, ხოლო 2020 წლის აგვისტოდან, როდესაც „ქართულმა ოცნებამ“ ქადაგიშვილი თელავის, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად წარადგინა, გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელი გახდა. 

გურიის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის თანამდებობაზე გიორგი სახოკია დაინიშნა. ის დღემდე მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე იყო. 2014 წლიდან გიორგი სახოკია მუშაობდა შინაგან საქმეთა სამინისტროში სხვადასხვა თანამდებობაზე, მათ შორის - იყო ადმინისტრაციის უფროსი, ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე, საჯარო ინფორმაციის სამმართველოს უფროსი.

შიდა ქართლის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულად მამუკა საღარეიშვილი დაინიშნა. იგი 2015 წლის ოქტომბრიდან 2018 წლის აგვისტომდე შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, ხოლო შემდეგ - შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი იყო. 2018 წლის სექტემბრიდან იყო თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, ხოლო 2020 წლის აპრილიდან - სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე.

რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებული პარმენ მარგველიძე გახდა. ის აღნიშნულ რეგიონში უკვე იყო გუბერნატორი – 2013-2017 წლებში.

მცხეთა-მთიანეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის თანამდებობა დავით ნოზაძემ დაიკავა. მთავრობის ადმინისტრაცის ინფორმაციით, დავით ნოზაძე პროფესიით იურისტია, აქვს როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში მუშაობის გამოცდილება. სხვადასხვა პერიოდში იგი მუშაობდა არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოში, მათ შორის ასრულებდა სააგენტოს უფროსის მოვალეობას, იყო სააგენტოს თბილისის პრობაციის ბიუროს უფროსი, უწყების იურისტი, 2004-2010 წლებში კი კერძო სექტორში საქმიანობდა.

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი მალხაზ თორია გახდა. ის 2020 წლიდან სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველ მოადგილე იყო.

 

ამ თემაზე:

აჭარის პოლიციის ყოფილი დირექტორი „გუბერნატორების კორპუსს“ უხელმძღვანელებს

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]