weather cur horoscope tv
დეკემბერი 08, 2024

აჭარის და სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციას ახალი ხელმძღვანელები ჰყავს

10:01 ხუთშაბათი, 11 თებერვალი 2021
ფოტოზე - ავთანდილ გალდავა და ნიკოლოზ დიასამიძე ფოტოზე - ავთანდილ გალდავა და ნიკოლოზ დიასამიძე

შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის ბრძანებით, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად ავთანდილ გალდავა დაინიშნა, ხოლო სამეგრელო-ზემო სვანეთის დეპარტამენტს ნიკოლოზ დიასამიძე უხელმძღვანელებს.

პოლიციის პოლკოვნიკი ავთანდილ გალდავა 2019 წლის ოქტომბრიდან ამ დრომდე სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი იყო. ის აჭარაში მას შემდეგ გადაიყვანეს, რაც აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი კონსტანტინე ანანიაშვილი მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონული პოლიტიკისა და კოორდინაციის სამსახურის უფროსად დაინიშნა. ავთანდილ გალდავა 2017 წლის აგვისტოდან 2019 წლის ოქტომბრამდე სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი იყო.

რაც შეეხება პოლკოვნიკ ნიკოლოზ დიასამიძეს, ის სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტს უკვე ხელმძღვანელობდა – 2018 წლის მარტიდან 2019 წლის ოქტომბრამდე. ამ დრომდე მას შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის თანამდებობა ეკავა. 

„პოლიციის ოპერატიული საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, შინაგან საქმეთა სამინისტროში სტრუქტურული და საკადრო ცვლილებების მიზანია საპოლიციო საქმიანობის ეფექტიანობის ამაღლება, ქვეყნისა და მოქალაქეებისთვის მაქსიმალურად უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა“, – განმარტავენ შსს-ში.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]