weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

14 წლის გოგონამ თავი მოიკლა, მისი გაუპატიურებისთვის 24 წლის ბიჭი დააკავეს

11:00 ხუთშაბათი, 11 თებერვალი 2021

ქობულეთის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში 14 წლის გოგონამ თავი მოიკლა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ, არასრულწლოვანთან სქესობრივი კავშირის დამყარების ბრალდებით, მხოლოდ ამის შემდეგ დააკავა 24 წლის ბიჭი.

გარდაცვლილი ბაბუის განცხადებით, მის შვილიშვილზე მამაკაცმა გასულ წელს იძალადა, მაშინ ბავშვი 13 წლის იყო. დანაშაულის შესახებ მოგვიანებით შეიტყო და პოლიციას მიმართა. გოგონას ექსპერტიზა ჩაუტარდა, თუმცა მოძალადე არ დაუკავებიათ. მისივე თქმით, პოლიციის სამმართველოში უთხრეს, რომ ექსპერტიზის პასუხი ჯერ მიღებული არ ჰქონდათ.

„ბავშვი ამას ძალიან განიცდიდა. როგორც გავიგეთ, ის კაცი ემუქრებოდა და კიდევ ცდილობდა მასთან სექსუალური კავშირის დამყარებას. ბავშვი 9 თებერვალს ვიპოვეთ გარდაცვლილი, თავი მოიკლა. ვიდრე ეს არ მოხდა, მოძალადე მანამადე არ დააკავეს, ექსპერტიზის პასუხი ჯერ არ გვაქვსო. რად უნდოდა ამდენი თვე“, - ამბობს გოგონას ბაბუა.

გოგონას მამა გარდაცვლილი ჰყავს, დედა საზღვარგარეთაა სამუშაოდ. 

1997 წელს დაბადებული ნ.ტ. მოსამართლის განჩინების საფუძველზე დღეს დააკავეს. მას ბრალად ედება სექსუალური ხასიათის შეღწევა თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწევლის სხეულში. დანაშაული 7-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიება სსკ-ის 140-ე მუხლით მიმდინარეობს.

 

ამ თემაზე:

14 წლის გოგონამ თავი გამოძიების გაჭიანურების გამო მოიკლა - ახალი დეტალები

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]