weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

ვინ შეძლებს ენგურის ხიდზე გადაადგილებას – სუს-ის განმარტება

15:19 ხუთშაბათი, 11 თებერვალი 2021

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური დამატებით განმარტებას აკეთებს ენგურის ხიდზე ე.წ. გადასასვლელის გახსნასთან დაკავშირებით.

სუს-ის ცნობით, „ცხელი ხაზით“ გაზიარებული ინფორმაციის თანახმად, ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით, საოკუპაციო ხაზზე გადაადგილება გაიხსნა ორმხრივად ხანდაზმულებისთვის, პენსიონერებისთვის, განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირებისთვის და სხვა. 12 თებერვალის, დღის პირველი ნახევრიდან პენსიონერები საოკუპაციო ხაზზე შეძლებენ კუთვნილი პენსიის მიღებას.

„საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე ოკუპირებულ რეგიონში მცხოვრები გარკვეული კატეგორიის პირები გადმოსვლას შეძლებენ ეტაპობრივად, კორონავირუსთან დაკავშირებული კონკრეტული რეგულაციების დაცვით“, – განაცხადეს უსაფრთხოების სამსახურში.

ენგურის ხიდზე ე.წ. გადასასვლელი თითქმის ერთწლიანი შემზღუდავი რეჟიმის შემდეგ, დღეს, 11 თებერვალს გაიხსნა. ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადმომსვლელები საკარანტინო სივრცეში 12 დღის ნაცვლად 5 დღე დარჩებიან. PCR ტესტის უარყოფითი შედეგის შემდეგ მათ ექნებათ შესაძლებლობა, საკარანტინო სივრცე დატოვონ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]