weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

24 359 ტესტის შედეგად „კოვიდ 19“-ის 507 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

11:27 პარასკევი, 12 თებერვალი 2021

ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსზე 24 359 ტესტი ჩატარდა, რის შედეგადაც ვირუსით ინფიცირების 507 ახალი შემთხვევა დადასტურდა. გასული დღე-ღამის განმავლობაში გამოჯანმრთელდა 660 პაციენტი, ხოლო 15 – გარდაიცვალა.

11 თებერვლის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.08%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 3.36%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 3.0%.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 507 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 191 შემთხვევა, ხოლო რეგიონების მიხედვით ასეთი მონაცემებია:

იმერეთი – 108

სამეგრელო-ზემო სვანეთი – 46

შიდა ქართლი – 40

კახეთი – 40

ქვემო ქართლი – 26

გურია – 20

აჭარა – 19

სამცხე-ჯავახეთი – 9

მცხეთა-მთიანეთი – 5

რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 3.

ამ ეტაპზე ქვეყანაში ინფიცირების 4619 მიმდინარე აქტიური შემთხვევაა, საიდანაც 2290 ინფიცირებული მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე, ხოლო 2045 – საავადმყოფოში. 284 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში.

დღეისთვის 438 ინფიცირებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიემა, მათ შორის, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 126 პირი.

საქართველოში „კოვიდ 19-ის“ პანდემიის გავრცელებიდან (2020 წლის 26 თებერვალი) დღემდე კორონავირუსი 264 665 ადამიანს დაუდასტურდა, რომელთაგან უკვე გამოჯანმრთელდა 256 684. დღემდე ვირუსს ჯამში 3336 პირი ემსხვერპლა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]