weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

საქართველოში კოვიდის 535 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 7 ადამიანი გარდაიცვალა

11:26 შაბათი, 13 თებერვალი 2021

საქართველოში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსზე 27 187 ტესტის ჩატარების შედეგად, ინფიცირების 535 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. დღე-ღამის განმავლობაში გამოჯანმრთელდა 757 პაციენტი, ხოლო 7 - გარდაიცვალა.

12 თებერვლის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 1.97%, ბოლო 14 დღის – 3.2%, ბოლო 7 დღის კი – 2.75%.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 535 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 201 შემთხვევა, ხოლო რეგიონების მიხედვით ასეთი მონაცემებია:

იმერეთი – 101

სამეგრელო-ზემო სვანეთი – 42

შიდა ქართლი – 40

ქვემო ქართლი – 36

კახეთი – 36

გურია – 32

აჭარა – 28

მცხეთა-მთიანეთი – 10

სამცხე-ჯავახეთი – 6

რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 3.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 4390, საიდანაც: 2004 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში (მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 891, აჭარაში – 165, იმერეთში – 456). მძიმე პაციენტია 429 პირი, მათ შორის, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 110.

277 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, ხოლო 2109 – ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

დღეის მდგომარეობით, საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 226 ადამიანი, თვითიზოლაციაში კი 11 782 იმყოფება.

საქართველოში კოვიდ-პანდემიის გავრცელების დაწყებიდან (2020 წლის 26 თებერვალი) დღემდე საქართველოში სულ 265 200 ადამიანი დაინფიცირდა. მათგან უკვე გამოჯანმრთელებულია 257 441. დღემდე ვირუსს ჯამში 3343 პირი ემსხვერპლა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]