weather cur horoscope tv
თებერვალი 27, 2021

ხულოს სოფელ კალოთაში სკოლა დაიწვა

14:27 სამშაბათი, 16 თებერვალი 2021 hits 105

მაღალმთიან აჭარაში, ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ კალოთაში დაიწვა სკოლა, სადაც 14 მოსწავლე სწავლობდა. ხის შენობა, სადაც, წინასწარი ინფორმაციით, ცეცხლი ელექტოსადენებიდან გაჩნდა, მეხანძრეების მისვლამდე სრულად დაიწვა. 

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ხის შენობაზე ცეცხლი ძალიან სწრაფად გავრცელდა და არსებობდა მეზობელ სახლებზე გადასვლის საშიშროებაც, თუმცა საფრთხე მეხანძრეებმა დროულად აღკვეთეს. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ადგილობრივებს ახალი სკოლის აშენებას დაპირდა.

„გაიცა შესაბამისი დავალება, რომ უახლოეს დღეებში მოხდეს პროექტირება და ძალიან მალე ამ სოფელს ექნება ახალი სკოლა. მნიშვნელოვანია, რომ სასკოლო პროცესში არ გვქონდეს შეფერხება. განათლების სამინისტრო და რესურს ცენტრი ყველაფერს გააკეთებს, რომ ამ მოსწავლეებს არ შეექმნათ შეფერხება უწყვეტი განათლების კუთხით“, – განაცხადა რიჟვაძემ.

ახალი სკოლის აშენებამდე, სასწავლო პროცესის წარმართვისთვის ფართი სოფელში მდებარე ერთ-ერთ შენობაში გამოიყო.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]