weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

საქართველოში კორონავირუსის 388 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, მათგან 182 – თბილისში

11:25 პარასკევი, 19 თებერვალი 2021

ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსზე 16 391 ტესტი ჩატარდა, რის შედეგადაც ვირუსით ინფიცირების 388 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. დღე-ღამის განმავლობაში გამოჯანმრთელდა 331 პაციენტი, ხოლო 7 – გარდაიცვალა.

18 თებერვლის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი 2.37%-ია, ბოლო 14 დღის – 2.7%, ხოლო ბოლო 7 დღის – 2.4%.

მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ინფორმაციით, დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 388 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 182 შემთხვევა, ხოლო რეგიონების მიხედვით ასეთი მონაცემებია:

იმერეთი – 52

შიდა ქართლი – 29

სამეგრელო-ზემო სვანეთი – 27

გურია – 25

კახეთი – 25

ქვემო ქართლი – 21

აჭარა – 10

რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 7

მცხეთა-მთიანეთი – 6

სამცხე-ჯავახეთი – 4

ამ ეტაპზე საქართველოში ინფიცირების 3672 მიმდინარე აქტიური შემთხვევაა, საიდანაც:

  • 1813 ინფიცირებული მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 770, აჭარაში – 199, იმერეთში – 419;
  • 1 627 ინფიცირებული ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე;
  • 232 ინფიცირებული მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში.

დღეის მდგომარეობით, 356 ინფიცირებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, მათგან ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 106.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 253 ადამიანი, 10 085 კი თვითიზოლაციაშია.

საქართველოში პანდემიის გავრცელებიდან (2020 წლის 26 თებერვალი) დღემდე, კორონავირუსი სულ 267 701 ადამიანს დაუდასტურდა. მათგან უკვე გამოჯანმრთელებულია 260 597. დღემდე ვირუსს ჯამში 3406 პირი ემსხვერპლა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]