weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

საქართველოს ეროვნული გმირი გიორგი ანწუხელიძე დღეს 33 წლის გახდებოდა

10:59 პარასკევი, 18 აგვისტო 2017

დღეს გიორგი ანწუხელიძის დაბადების დღეა. ანწუხელიძე 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს გმირულად დაიღუპა. 24 წლის სამხედრო 2008 წლის 9 აგვისტოს დაიკარგა, როცა ვაზიანის 21–ე ბრიგადა, ცხინვალის ე.წ შანხაის რაიონს უტევდა.

ინტერნეტში გავრცელებული კადრებიდან ჩანს, რომ დატყვევებულ ქართველ სამხედროს ოსი ბოევიკები და რუსი ოკუპანტები აწამებდნენ, ისინი გიორგის ზურგზე რიგრიგობით ახტებოდნენ და აიძულებდნენ მიწისთვის ეკოცნა. კადრებში ჩანს, რომ ანწუხელიძეს პირიდან სისხლი სდის, თუმცა წინააღმდეგობას მაინც უწევს და მიწისკენ ბოლომდე არ იხრება.

გაფრთხილებთ, ვიდეომასალა შემზარავ კადრებს შეიცავს.

სერჟანტი დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით, უწყებრივი მედლით „სამშობლოსათვის თავდადებული“, მინიჭებული აქვს ეროვნული გმირის წოდება.

გიორგი ანწუხელიძე მუხათგვერდის სასაფლაოზეა დაკრძალული. მისი ხსოვნის მემორიალი 2013 წლის 26 ოქტომბერს ქვემო ალვანში გაიხსნა. 2013 წლის 2 ნოემბერს „თუშეთის სადროშომ“ გიორგი ანწუხელიძეს თუში სახალხო გმირის წოდება მიანიჭა. გიორგი ანწუხელიძის სახელი დაერქვა თავდაცვის სამინისტროს სერჟანტთა მომზადების სკოლას.

გარდაცვალებამდე გიორგის ერთი შვილი ჰყავდა, ლევანი. ანა ანწუხელიძე გიორგის დაღუპვიდან 7 თვეში გაჩნდა.

გიორგი ანწუხელიძის დედა ლილი ანწუხელიძე ადგილობრივ ხელისუფლებას თვეების განმავლობაში სთხოვდა დახმარებას. ახმეტის რაიონის სოფელ ქვემო ალვანში მდებარე სახლი, სადაც გიორგი ანწუხელიძის დედა და მამიდა ცხოვრობდნენ, სტიქიამ დააზიანა. სახლი ისედაც ავარიული იყო, სტიქიის შემდეგ კი სახურავიდან წყალი ჩადიოდა.

გიორგი ანწუხელიძის დედა ლილი ანწუხელიძე, 59 წლის ასაკში, 2014 წლის 18 ნოემბერს, გულის შეტევით გარდაიცვალა. ლილი ანწუხელიძის გარდაცვალებიდან რამდენიმე დღის შემდეგ, თავდაცვის სამინისტრომ  გიორგი ანწუხელიძის ოჯახის წევრებისთვის საცხოვრებელი სახლის მშენებლობა შეწყვიტა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]