weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

გუდაუთაში სასტუმროში გაჩენილ ხანძარს ორი ბავშვი ემსხვერპლა

22:32 პარასკევი, 19 თებერვალი 2021

ოკუპირებულ აფხაზეთში, გუდაუთაში, საოჯახო ტიპის სასტუმროში გაჩენილ ხანძარს მცირეწლოვანი ბავშვები ემსხვერპლნენ. სახლი რამდენიმე ოჯახს ჰქონდა ნაქირავები.

ე.წ. საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ინფორმაციით, ხანძრის შესახებ შეტყობინება 17:10 საათზე მიიღეს. მათივე ცნობით, შემთხვევის ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახურის მისვლის დროს, ცეცხლი უკვე რამდენიმე სართულზე იყო გავრცელებული.

„ხანძრის ქრობისას შენობაში ნაპოვნი იქნა 2018 და 2020 წლებში დაბადებული ბავშვების ცხედრები“, – აცხადებს ე.წ. საგანგებო სიტუაციების სამინისტრო.

გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპულები რუსი სამხედროების შვილები არიან. 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]